top of page

-min.png)
მეღვინეები ამბობენ „ვენახმა თუ შეგიყვარა მარტოობას აღარასოდეს იგრძნობო“.
ვაზი და ქართველი კაცი კიდე უერთმანეთოდ ვერა ძლებენ.
მათი ურთიერთობა მარადიული ზრუნვისა და სიყვარულის მაგალითია.
აბა დაუკვირდით : ჯერ ნერგს ისეთი სიფრთხილითა და რუდუნებით აწვენ მიწაში, როგორც ჩვილს _ აკვანში, მერე ყოველწამიერი ყურადღება და მოვლა-პატრონობა არ უნდა მოაკლო, დაავადებამ და პარაზიტმა რომ არ გაგიფუჭოს, ნაყოფს რომ გამოიბამს და მზის სხივებთან თამაშს დაიწყებს, სულ ფერებ-ფერებაში უნდა გყავდეს, რომ შენს გემოზე, სწორედ დაამწიფო და დაღვინებისას , მისი თანდასწრებით ყოველთვის სიმშვიდე და კარგი განწყობა უნდა შეინარჩუნო. და ასე გრძელდება ბოლომდე, _ ვიდრე დოქში ჩამოსხმამდე.
bottom of page